საბერძნეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს

0
290
33 Views

საბერძნეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსის ციპრასმა პირობა დადო, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს.

მთავარი მემარცხენე ოპოზიციური პარტიის SYRIZA-ს ხელმძღვანელმა ალექსის ციპრასმა თქვა, რომ მისი მთავრობა ერთნაირსქესიან წყვილებს კანონიერი ქორწინების უფლებას დართავს.

„საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდება, სადაც ქრისტიანების დიდი ნაწილი ასეთ ნაბიჯს გადადგამს“, – წერს მედიასაშუალება.

ციპრასის თქმით, მისი პარტიის გამარჯვება ნიშნავს წყვილების სრული უფლებების დაცვას.

„საბოლოოდ დადგა დრო, ჩვენი პარტიის გამარჯვებისა. ეს ნიშნავს წყვილების სრული უფლებების დაცვას, განურჩევლად მათი სქესისა“, – აცხადებს ციპრასი.

Cesko