20 Views
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის სერგეი ნარიშკინის განცხადებით, აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ საქართველოს დარწმუნებას მეორე ფრონტის გახსნაში, ასევე, ცდილობენ საქართველო შევიდეს რუსეთთან კონფლიქტში.
„ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაში. ისინი ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ არის და აიძულებენ საქართველოს შევიდეს კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან“,- აღნიშნა ნარიშკინმა.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ დაარწმუნონ თბილისი, რომ ახლა კარგი დროა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასაბრუნებლად.