ირაკლი კობახიძე: ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა არის ძალიან ბინძური სპეკულაცია. ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ

0
263
26 Views

ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა არის ძალიან ბინძური სპეკულაცია, ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს ლეგიტიმური მანდატი მოსახლეობისგან 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს ლეგიტიმური მანდატი მოსახლეობისგან, ეს მანდატი ჩვენ მივიღეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ეს მანდატი დადასტურდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. შესაბამისად, ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა არის ძალიან ბინძური სპეკულაცია და მე ყველას მოვუწოდებ, ასეთი სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა კობახიძემ.

Cesko