უკრაინულმა სასამართლომ კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტ პაველს ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა

0
451
21 Views

კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ კიევ-პეჩერსკის ლავრის მიტროპოლიტ პაველს ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა, რასაც პროკურატურა ითხოვდა და აუკრძალა სოცქსელებში მორწმუნეებისადმი მიმართვების გაკეთება.

მედიის ცნობით, ის სასამართლო სხდომათა დარბაზში საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, დილით მოათავსეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

მიტროპოლიტი ეჭვმიტანილია რელიგიათაშორისი სიძულვილის გაღვივებასა და რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიტროპოლიტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც, მას ბრალი წარუდგინეს.

მანამდე მიტროპოლიტმა პაველმა ზელენსკის მიმართა (ვიდეო): მე გეტყვით თქვენ, ბატონო პრეზიდენტო და მთელს თქვენ მოდგმას- ჩვენი ცრემლები მიწაზე არ ეცემა, ისინი თქვენს თავზე ცვივა!

“უფალი არ გაპატიებს შენ და შენს ოჯახს! ვაი, შენ! გეშინოდეს!”- მიტროპოლიტი პაველი ზელენსკის (ვიდეო)

Cesko