აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ტრამპისთვის ბრალის წაყენებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყანას

0
295
24 Views

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყანას.

„ელვინ ბრეგმა [მანჰეტენის საოლქო პროკურორი] გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობით.

როდესაც ის [ელვინ ბრეგი] რეგულარულად ათავისუფლებს მოძალადე კრიმინალებს საზოგადოების დატერორებისთვის, მან გამოიყენა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

ამერიკელი ხალხი არ მოითმენს ამ უსამართლობას და წარმომადგენელთა პალატა ელვინ ბრეგს პასუხისმგებლობას დააკისრებს“, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

Cesko