“აპატიებს ღმერთი რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოწყობილ უღმერთობას?!” – პეტრე კოლხი რუს მიტროპოლიტზე

0
303
30 Views

პეტრე კოლხი რუსი მოტროპოლიტის მიმართვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

“რუსი მოტროპოლიტის მიმართვა მოვისმინე უკრაინის პრეზიდენტისადმი…

თურმე ღმერთი არ აპატიებს ზელენსკის და მის ოჯახს პეჩორის ლავრის გარშემო ატეხილ ამბავს…

ძალიან საინტერესოა, იგივე მიტროპოლიტი, როგორ ფიქრობს, აპატიებს ღმერთი რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოწყობილ უღმერთობას?!

ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყრას, წამებას, გაუპატიურებას, ეკლესიების წაბილწვას…

თუ რუსი მიტროპოლიტის აზრით ღმერთიც რუსულად მსჯელობს და ღვთის სამართალი შერჩევითია?!”, – წერს კოლხი.

Cesko