თემო მჟავია ავარიაში მოჰყვა და ყველაფერი თავის თავზე ბერამ აიღო – “ჰაერში დიდი ხანი ვიფრინე, თავი ისე დავარტყი, რომ ჩაფხუტი გატყდა…”

0
2496
25 Views

იუმორისტი, თემო მჟავია ავარიაში მოყვა, ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯები რეპერმა, ბერა ივანიშვილმა გადაიხადა. იუმორისტი ტრაგიკულ ინციდენტს ჟურნალ “სარკესთან” იხსნებს.

„სამსახურიდან გამოსული მოტოციკლით მივდიოდი… წითელზე გავჩერდი. მწვანე აინთო თუ არა, მოტოციკლით დავძარი. ამ დროს საპირისპირო მხრიდან მანქანა წამოვიდა და იქ შემოუხვია, სადაც შემოხვევა არ შეიძლებოდა. ტაქსი იყო და ღერძულა ხაზი გადმოკვეთა. ისე სწრაფად შემოუხვია, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი… მანქანამ წინ ჩამიარა და მე გვერდიდან შევასკდი. ჰაერში დიდი ხანი ვიფრინე, ამდენ არასდროს მიფრენია. შეჯახების დროს ჰაერში ზემოთ ავვარდი, შემდეგ იმ მანქანას, რომელსაც შევეჯახე, სახურავზე დავეცი, თავი ისე დავარტყი, რომ ჩაფხუტი გატყდა და მომძვრა…

ტაქსის მძღოლს უბრალოდ გაუმართლა… ოპერაციები, რომლებიც ჩამიტარდა, ძალიან ძვირი დაჯდა და ის თავის თავზე ბერა ივანიშვილმა აიღო. მძღოლი ერთხელ გამოჩნდა, ისიც იმიტომ, რომ გაეგო, მოვკვდი თუ გადავრჩი, თავის თავზე ზრუნავდა…”, – ამბობს ჟურნალთან საუბარში თემო მჟავია.

Cesko