„ფრანკლინის კლუბსა“ და „კმარას“ შორის კავშირი პირდაპირია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს „ხალხის ძალის“წევრების განცხადებებზე, რომლებიც „ფრანკლინის კლუბსა“ და „კმარას“ შორის პარალელს ავლებენ.
„კავშირი პირდაპირია [„ფრანკლინის კლუბსა“ და „კმარას“ შორის. ესენი [„ფრანკლინის კლუბის“ წარმომადგენლები] არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომელთაც ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი. ეს არის დაკვეთის შესრულება და ქვეყანაში ვითარების არევა. რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ მიაღწევენ. „კმარას“ დროს იყო სხვა ვითარება. მაშინ იყო ხელისუფლება დასუსტებული. დღეს ხელისუფლება არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ახალ „კმარებს“ უპასუხოს, მათ შორის ასეთ [„ფრანკლინის კლუბისნაირ“] ექსტრემისტულ დაჯგუფებებს“, – განაცხადა კობახიძემ.