“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე:
“უკვე 2 თვეა კონკრეტული რეიტინგები POSTV-ის არის იმდენად მაღალი, რომ მან გაუსწრო ნაცმედიის ყველაზე პოპულარულ არხს, “მთავარ არხს”.
ამის შემდეგ დაიწყო კამპანია შალვა რამიშვილისა და POSTV-ის წინააღმდეგ.
ამის შემდეგ მათი ინფორმაციით, რაც აღმოჩნდა მართალი, საიდუმლო შეხვედრას მართავდნენ ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ კამპანიისა და ამის მხილება მოხდა. ამის შემდეგ გაგრძელდა ეს ისტერია.
მერე მართლაც მოვისმინეთ ამაზრზენი შინაარსის, ძალიან ცუდი შინაარსის საუბრები, მაგრამ ამ შინაარსსაც თავისი განსჯა სჭირდება, დანაშაული არის თუ არა, სამოქალაქო თემა არ არის, და მე და თქვენ ლინჩის წესით ვერ გავასამართლებთ.
ამის შემდეგ ვნახეთ POSTV-ის ჟურნალისტის მიმართ თავში ჩარტყმა და ამაზე არაფერს ამბობს არავინ და ამის შემდეგ ვნახეთ იმედის ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა.
შალვა რამიშვილის მიმართ მიმაჩნია, დროში დამთხვეული ისტერიული კამპანია…საეჭვოდ დაემთხვა დროში. იმ დღეს რომ ვამბობდი და კინაღამ რომ შემაჩვენეთ ყველამ, არ მჯერა მე ასეთი დამთხვევების, მართლა არ მჯერა გულწრფელად. ვიღაცა შეიძლება გულწრფელი იყოს და დღეს გაბედა რომელიმე ქალმა, რომ ჩანაწერი გამოაგდო, მაგრამ ვიღაცა კი ბატონო შეკვეთით. და ამ შეკვეთის ავტორს ხვდებოდა ორგანიზატორი. ერთი მხრივ ძალიან ცუდი შინაარსის ჩანაწერებს ვისმენთ, მეორე მხრივ ვისმენთ ამავდროულად დროში დამთხვეულ კამპანიას POSTV-ის და შალვა რამიშვილის წინააღმდეგ”