ზურაბ ცუცქირიძე: ნეოლიბერალიზმიდან იდიოტიზმამდე…

0
507
42 Views

იქნებ, დავფიქრდეთ ცალ-ცალკე და ყველა ერთად, სად არის და რა არის გამოსავალი, თორემ ამ უბედურების, ანუ ნეოლიბერალური იდიოტიზმის
ასე პანდემიასავით გავრცელების მიზეზი რაც არის, მართლა იდიოტი უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე.

ზურაბ ცუცქირიძე, პედაგოგიკის დოქტორი, განათლების მეცნიერებათა
აკადემიის წევრი

კაცს თუ ხალხს ღმერთი რომ გაუწყრება, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, — ნათქვამია. სამწუხაროდ, ჩვენში ძალიან გამრავლდა ჭკუაგამოცლილების ჯგუფები, რომელთაგანაც ზოგი ქუჩაში დაყიალობს, რიგი მიტინგებსა და დემონსტრაციებს ატარებს, ზოგი პარლამენტში ყაყანებს, ზოგი დიდ- დიდ თანამდებობებს უკავებს და კაბინეტებშია მოკალათებული, ზოგი ბიუჯეტის ფულებით უცხოეთშიც დაეთრევა საკუთარი თავის სასარგებლოდ და სამშობლოს საზიანოდ, ზოგიერთი კი სხვათა ომებში იბრძვის მამაცურად («სხვის ომში მამაცურად მხოლოდ სულელები იბრძვიან!»- კ. გამსახურდია).

სულელები არც სხვებს აკლიათ, ჩვენს ახლო თუ შორეულ მეზობლებს, მაგრამ ისინი ჩვენზე მრავალრიცხოვანი ქვეყნებია და იმდენ საფრთხეს ვერ შეუქმნიან. მე ჩემი ქვეყნის ბედი მაწუხებს: ამდენი სულელი რომ გყავს ქვეყანაში, რა ხეირი უნდა ნახო, ნეტა? ერთი ძველი სენტენცია ღაღადებს: ათასი მტერი სჯობია ერთ სულელ მეგობარსაო. ჰოდა, ამდენი სულელი რამდენი ნორმალური ადამიანის მეგობარია, დაითვლის ვინმე? აბა, იფიქრეთ, ერთი სულელი თუ ათას მტერს უდრის, რამდენი მილიონი მტერი შემოგვსევია უკვე!

სად არის გამოსავალი?

სულელს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი და სერიოზული საქმის სიახლოვეს არ გავაჭაჭანოთ, რადგან სულელი არც მკურნალობას ექვემდებარება, არც სამართლებრივ ნორმებს და არც ცემით შეიძლება მათი ინტელექტის ამაღლება.
როდესაც ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგს სულელები განსაზღვრავენ, მაშინ სახელმწიფოებრივი პოლიტიკა შეიძლება ერთი სიტყვით განისაზღვროს — იდიოტიზმი.

ნომერ პირველ იდიოტიზმად განათლების სისტემის მართვის პრაქტიკა უნდა მივიჩნიოთ.

განათლების სისტემას აღზრდის სისტემა არ აქვს, ანუ სისტემის მესვეურებმა არ იციან, ვის ზრდიან: ამერიკელებს, გერმანელებს, სომხებს, ჰოლანდიელებსა თუ ისლანდიელებს, მაგრამ ის იციან, რომ ქართველებს არ ზრდიან, ეს იდიოტიზმია, აბა, რა არის?

სამი ათეული წელია, ვცდილობთ, დავარწმუნოთ განათლების სამინისტრო, რომ აღზრდის გარეშე პიროვნების სრულყოფილი სოციალური განვითარება შეუძლებელია. რასაც უდავოდ ადასტურებს ფსიქოლოგია, მრავალი საუკუნის განმავლობაში გაწეული კვლევა-ძიებითა და საკაცობრიო განვითარების ანალიზის საფუძველზე, მაგრამ ესმის ვინმეს? უცხოური გრანტები უფრო დამაჯერებელია და დაიჯერეს ნეოლიბერასტების «დასკვნა»: აღზრდა პიროვნებაზე ძალადობააო.

ეს განწყობა კარგად გამოხატა ჩვენი პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, საქართველოს იმდროინდელი ამირსპასალარის, თინას მეუღლემ დავით უსუფაშვილმა: მე და თინა ჩვენს შვილებს იმას კი არ ჩავაგონებთ, რომ პატრიოტებად გაიზარდონ და სამშობლოს შესწირონ თავი, არამედ თავისუფალ პიროვნებებად ვზრდით, რომლებიც შემდგომში თვითონ გადაწყვეტენ, ვის შესწირონ თავიო. აი, მამალი ნეოლიბერალის კრედო!

გიჟი თავისუფალიაო, — ამბობდა ცხონებული ბებიაჩემი ოლღა არევაძე და მართალიც იყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, პარლამენტის ყოფილი სპიკერი გიჟი არ არის, იგი ღვთის გარეგანი კაცების აზრს გამოხატავს, რაც იდიოტიზმის დამაჯერებელი მაგალითია.
ის, რაც ახლა განათლების სისტემაში ხდება, ის ზნეობრივი გადაგვარება, რაც ჩვენი «სტრატეგიული» და დაუძინებელი «მეგობრების» დაკვეთითმიზნად დაუსახავს სისტემის ხელმძღვანელობას, უკვე აღწევს თვალსაჩინო შედეგებს: ქვეყანა გაივსო ამ «აღუზრდადი» განათლების სისტემის მიერ მომზადებული უვიცებით. სოკოებივით მომრავლებული ტელევიზიები გაივსო ქართულის მცირე მცოდნეთა და პროფესიული უვიცების ლეგიონებით. ტელეწამყვანთა და ჟურნალისტთა უდიდესმა ნაწილმა ელემენტარული ათწილადის წაკითხვა არ იცის. მაგალითად, 11,15% ასე კითხულობენ: ათი მთელი თხუთმეტი პროცენტი. არც ჩვენი საჯარო მოხელეები გამოირჩევიან დახვეწილი ლიტერატურული ქართულის ცოდნით.

ზოგიერთ ბრიყვს ჩემი ნათქვამი ანტიმედასავლეთეს ბოღმის გამოხატულებად მოეჩვენება. ამნაირებს ვეკითხები: ერთი მითხარი, ევროპელობის მოწადინე კავკასიელო, ინგლისელს თუ აქვს «შვილის», «ბიძაშვილის», «დეიდაშვილის», «მამიდაშვილის» ცნებები? თუ არ იცი, ინგლისურის, ფრანგულის ან რუსულის მცოდნეებს ჰკითხე და მერე გაიგებ, ვინ არის კულტურულად წინ მდგომი და ვინ — უკან.

ამერიკელი ფილოსოფოსი ხოსე გარსია ი. გასეტი წიგნში «მასების ამბოხი» წერს: «ამერიკაში უმაღლესი ტექნოლოგიებისა და ცივილიზაციის უკან ველური საზოგადოება იმალებაო».

წეღან ვთქვით, ჩვენი განათლების სისტემას აღზრდის კონცეფცია არ აქვს თორემ, ანტიაღზრდის ნეოლიბერალურ დირექტივებს სისტემატურად იღებენ ჩვენი დაუძინებელი დასავლელი მეგობრებისაგან, რომელთა მიზანია, ჩვენს მომავალ თაობებს დაავიწყონ ვინაობა და სადაურობა, ქართული ტრადიციები და წეს-ჩვეულებანი, ენა და კულტურა, წარსული და წინაპრების ხსოვნა, საკუთარი სქესობრივი კუთვნილება და ნათესაური კავშირები… ჯვარი აქაურობას, ნუღარ ჩამომათვლევინებთ!
ამგვარი საგანმანათლებლო პოლიტიკის მხარდაჭერა განა იდიოტიზმი არ არის?

იდიოტიზმის ერთ-ერთი მომაკვდინებელი მოქმედება თუ უმოქმედობაა მძვინვარე პანდემიისადმი, ანუ რუსოფობიისადმი წაყრუება, რამაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დააავადა.

რუსოფობია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფობია, უმძიმესი დაავადებაა, თუმცა სხვა ფობიებისაგან განსხვავებით, იგი ჩვენი ეროვნული გადაშენების ჰიპერაქტიულ ვირუსებს შეიცავს.

ჩვენი თუ უცხოელი რუსოფობების რიტორიკასა ქცევას თუ დააკვირდებით, სრულიად ცხადად დაინახავთ, რომ მათ გონიერების ნატამალი არ აქვთ შერჩენილი. მათ არც ისტორია უსწავლიათ, არც გეოპოლიტიკა გაუგონიათ, არც კულტურაზე აქვთ რაიმე წარმოდგენა და, რაც მთავარია, ადამიანის არსის შესახებ ბაიბურშიც არ არიან. ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს რომ ვუცქერი (განსაკუთრებით ქართველებს), ერთი იგავური ამბავი მახსენდება: ერთი ახალგაზრდა კაცი დურგალთან მივიდა და სთხოვა, ბიძია, ერთი ნალის დასაჭედი ლურსმანი ჩამარჭე თავშიო. შენ ხომ არ გაგიჟებულხარ, ლურსმნის თავში ჩაჭედება რამ გაფიქრებინაო, — გაიკვირვა დურგალმა. — რამ და, დალაქზე ვარ გაბრაზებული და თმის საკრეჭი მაკრატელი მინდა გავუტეხოო. აი, ასე აზროვნებენ ჩვენი რუსოფობები.

ამას წინათ ერთი დეპუტატი გამოდიოდა პარლამენტში, რომელი პარტიიდან იყო, არ ვიცი და არც მნიშვნელობა აქვს, ყველა რუსოფობი ერთნაირად სულელია. იმ სულელმაც ისეთი რამეები იბჟუტურა, ვიფიქრე, ამას დაწყებითი სკოლის კურსიც კი არ ექნება გავლილი-მეთქი. ახლა მე ვკითხულობ: ამნაირი კაცები რომ სხედან სკანონმდებლო ორგანოში და ჩვენც გვასმენინებთ მათ ბჟუტურს, ეს განა იდიოტიზმი არ არის?

თქვე კაი ხალხო (ხელისუფლებას ვეუბნები!), ის რომ თქვათ, რუსეთთან საავიაციო ფრენების აღდგენა და აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის განახლება ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების შესაბამისაო, ვითომ ბაიდენი თუ ბლინკენი ყურებს დაგაჭრით?! თუ მართლა ყურების დაჭრისა გეშინიათ, მაშინ ჯაფარიძე გირჩის პარტიელებივით ჩაიხადეთ ნიფხვები და ეახლეთ თქვენს დაუძინებელ სტრატეგიულ «მეგობრებს» «ოქროს» ურდოში!

ოთხმოცდაათი წლის წინათ დასამარებული და დასავლეთში მძიმედ დაჭრილი ტროცკიზმი, აგრესიული ნეოლიბერალიზმი კვლავ აღორძინდა. ის სადღაც კულუარებში და ქუჩის ბრბოს მოქმედებებში კი არ ყელყელაობს, პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნაზე დგას. ამასწინათ პარლამენტის ტრიბუნიდან ორმა «ხალხის რჩეულმა» დეპუტატმა, გაურკვეველი ეროვნებისა და სადაურობის არსებებმა — ხათუნა სამნიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს: პარლამენტის წინ რაღაც მახინჯი რკინის კონსტრუქცია რომ დგას, ე.წ. წმინდა ნინოს ჯვარი, ნერვებს გვიშლის და უნდა აიღოთო, მით უმეტეს, რომ მის დადგმაზე ქალაქის მერიას ნებართვა არ გაუციაო!

ვის უშლის ნერვებს და ვის ემართება ელეთმელეთი ჯვრის დანახვისას? ეშმაკს და მაცილს! ჩვენ თუ იდიოტიზმის ვირუსი არ გვაქვს შეყრილი, როგორ ვაჩერებთ პარლამენტში ამ და მათ მსგავს სატანისტებს? ამაზე შორს ხალხის გამოთაყვანება ვერ წავა! მართალი ყოფილა აინშტაინი, რომ ამბობდა: სამყაროს აქვს საზღვარი, ადამიანის სისულელე კი უსაზღვროაო.

სწორედ ამ უსაზღვროების მაგალითია ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოც და უკვე მისჯილი სასჯელის აღსრულების ფორმაც. დარწმუნებული ვარ, ეს მაგალითი ჩვენს ისტორიაში დარჩება (თუ ვიარსებეთ, რა თქმა უნდა!) ბევრი კომიკური ნაწარმოების თემად. ეს მომავალში, თორემ დღეს ეს სულაც არ არის კომიკური და ვინმეს საღლიცინო. სააკაშვილი თუ დამნაშავეა რასაც დაბეჯითებით ამტკიცებენ ხელისუფლება და უამრავი დაზარალებული, მაშინ ეს ყველაზე დიდი დამნაშავე რატომ არის იმპერტორისთვის საკადრის პრივილეგიებში, რატომ ჰყავს ამდენი ვიზიტორი, რატომ დასტრიალებენ თავს აქაური თუ იქაური ექიმები და ვექილები? და თუ იგი უდანაშაულოა, საქართველოს სახლმწიფოს შემქმნელია, ახალი ეპოქის აღმაშენებელი და დემოკრატიის შუქურაა, რომელსაც თავისი ფეხით ეახლა აშშ-ის პრეზიდენტი ბუში და კინტაურიც უცეკვა, თუ მართლა მძიმე ავადმყოფია, რომელსაც ორ პარასკევი აქვს დარჩენილი, რატომ არის ვირზე შემჯდარი ჩვენი სასამართლო და არ ათავისუფლებს მას პრესტიჟული კლინიკის «კარცერი ლუქსიდან»?
ეს არ არის იდიოტიზმის კლასიკური მაგალითი? უფრო მეტიც! ეს იდიოტიზმზე უარესია, რისი სახელიც ახლანდელმა ფსიქოლოგიამ ჯერ არ იცის.

იდიოტიზმია ისიც, რომ ტელევიზიის ყველა არხი, მათ შორის, თითქოს სახელისუფლებო ორიენტაციის არხებიც, ყოველდღე გვიჩვენებენ ჩვენი ე.წ. ოპოზიციის იდიოტების ოცკაციან შეკრებებსა თუ დემონსტრაციებს, მათ მუქარებსა თუ განცხადებებს. ერთი იდიოტი ყოველ გამოსვლაში იმუქრება: ჩვენ მშვიდი არსებობის უფლებას არ მივცემთ ხელისუფლებას, ყველგან მივალთ, მათ საცხოვრებელ სახლებთან, სამსახურებში, გზას გადავუკეტავთ პარლამენტის შესასვლელში და ა.შ. ახლა მე ვეკითხები, ვისაც ჯერ არს: თუ ეს ხალხი, როგორც ხსირად აცხადებთ, არეულობას და რევოლუციას გეგმავს, მაშინ ასეთი მუქარა და მისი განხორციელების მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია ნებისმიერ ე.წ. ციილიზებულ სახელმწიფოში და თუ ისინი, თქვენც (ჩემსავით!) იდიოტებად მიგაჩნიათ, მაშინ მათი საჯაროდ ჩვენება და დაცინვა, აგრეთვე, სისხლის სამართლის დანაშაულია, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ, ხელისუფლებას მოგეკითხებათ.

ერთი რამ ვერ გავიგე ამ უსწორმასწორო ქვეყნის იდიოტური პოლიტიკის ლაბირინთში: ეს ჩვენი ქართული გვარის მქონე არაქართველი პრეზიდენტი მართლა იდიოტია, თუ რაღაც ეშმაკურ პოლიტიკას ეწევა მტრების დასაბნევად!

ვინმესგან პასუხს არ ველი, მაგრამ იქნებ, დავფიქრდეთ ცალ-ცალკე და ყველა ერთად, სად არის და რა არის გამოსავალი, თორემ ამ უბედურების, ანუ ნეოლიბერალური იდიოტიზმის ასე პანდემიასავით გავრცელების მიზეზი რაც არის, მართლა იდიოტი უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ წერილს დაბეჭდავენ ის რედაქტორები ვისაც გავუგზავნი. იტყვიან, ალბათ, ახლა ამის დრო არ არისო.

ცდებით, მეგობრებო! ამის დაბეჭდვისთვის უხიფათო დრო რომ დადგება, მაშინ ძალიან გვიანი იქნება, იქნებ, ისე გვიანაც, რომ ჩვენთვის ამას, შესაძლოა, აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს.

“საერთო გაზეთი”

Cesko