„დასავლეთის ქცევამ შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს“ – პატრუშევი

0
248
28 Views

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, უკრაინის მიმართ დასავლეთის „პროვოკაციულმა ქცევამ“ შესაძლოა, კაცობრიობა ბირთვულ ომამდე მიიყვანოს.

მისივე თქმით, რუსეთი „ბირთვული ხუთეულის“ ქვეყნების შეთანხმების ერთგული რჩება და ასეთ ქვეყნებს შორის სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება აუცილებელია.

„დასავლეთის პროვოკაციულმა ქცევამ უკრაინის კრიზისის კონტექსტში შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. ეს ეწინააღმდეგება „ბირთვული ხუთეულის“ ქვეყნების ლიდერების 2022 წლის 3 იანვრის ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბირთვული ომის დაუშვებლობა დადასტურდა.

რუსეთი, თავის მხრივ, რჩება სრულად ერთგული ამ განცხადების მიმართ და მისი შინაარსის შესაბამისად, დარწმუნებულია ბირთვული იარაღის მფლობელ ქვეყნებს შორის სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების აუცილებლობაში“, – განაცხადა პატრუშევმა.

Cesko