“მოროშკინა ჩივის, რატო მე არ მავიწროებდა შალვაო, ლალი ნამდვილად არის შალვასთვის იდეალური ქალი…“ – რას წერს ბაია პატარაია?

0
325
39 Views

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია გოგონებს მიმართავს და მათ მოუწოდებს, ტელეწამყვან, შალვა რამიშვილისგან თავი შორს დაიკავონ, რადგან ის რამდენიმე ქალმა სექსუალურ ქალადობაში ამხილა.

“შალვა რამიშვილს შემოუწყვია აქეთ-იქეთ ამჯერად ლალი მოროშკინები, ნანა კაკაბაძეები და სხვა მდედრი შალიკოები და ახლა ამათ ალანძღვინებს შევიწროებულ ქალებს. ქალებს რა… გოგოებს, შალვა ხომ თავისზე ასაკით ორჯერ პატარა გოგოებს აჰარასებს.

გადაცემაში (ლინკი იხილეთ კომენტარებში) მოროშკინა ჩივის, რატო მე არ მავიწროებდა შალვა, თუ ჰარასერიაო – ესა აქვს მთავარ არგუმეტად. ისე, ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო, ძალიან უხდება ეს ხალხი ერთმანეთს. ლალი კი ალბათ ნამდვილად არის შალვასთვის იდეალური ქალი… იცით, რას ეუბნება შალვა თავის მსხვერპლ ძალიან ახალგაზრდა ქალებს? “ქალმა კარიერა სასქესო ორგანოთი უნდა გაიკეთოსო” და წარმატებულ მაგალითად თინა კანდელაკი მოჰყავს. ხოლო ეს ვრცელი კარიერული გზა, რაღა თქმა უნდა, შალვას საწოლით იწყება. (ეს “სასქესო ორგანო” ზრდილობისთვის, თორემ ეგ სხვა სიტყვას იყენებს).

გაფრთხილდით, ქალებო, და რაც მთავარია, პატარა გოგოებო, ნუ მიხვალთ სერიულ ჰარასერთან გასაუბრებაზე, სადაც ნასვამი შალვა კითხვებს სექსუალურ ფანტაზიებზე დაგისვამთ და ისე დაგამცირებთ და ისე შეურაცხგყოფთ, რომ დიდი ხნით აგკიდებთ კაცი ხელმძღვანელისადმი უნდობლობას და შიშს”, – წერს უფლებადამცველი.

ცნობისთვის, ტელეწამყვანმა, შალავა რამიშვილმა მის მიმართ ყველა ბრალდება უარყო.

Cesko