ქუთაისში უბილეთო მგზავრს კონტროლიორმა უკბინა

0
609
22 Views

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრსა და კონტროლიორს შორის ინციდენტი მოხდა რა დროსაც უბილეთო მგზავრს კონტროლიორმა უკბინა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” წინ მოხდა.

თვითმხილეველებმა “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა, რაც შემდეგ მგზავრის დაკბენით დასრულდა.

წყარო – “ინფო იმერეთი”

Cesko