პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს?!

0
1236
27 Views

“რას გავაკეთებ ამაზე არც კის ვამბობ და არც არას” – საქართველოს პრეზიდენტმა “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება არ გამორიცხა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველისთვის” მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს დროს თქვა, “ეს ღია საკითხია”.

ქვეყნის მთავარსარდალი დიანა ტრაპაიძეს ეუბნება, რომ ის პიროვნული წყენებით არ მოქმედებს და არც ზეწოლას ემორჩილება.

პრეზიდენტს არ შეიძლება, პირადი წყენა ჰქონდეს – მგონი, ამის სამი მაგალითი უკვე მქოდა. ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა.

ეს არის ღია საკითხი, ერთადერთი შემაფერხებელია ის რეკომენდაციები თუ ზეწოლები -თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები.

ევროპარლამენტარებს პირდაპირ ვუთხარი, რომ პატარა ქვეყანა, რომ ვართ ეს არ ნიშნავს, რომ ნება აიღონ თავიანთ თავზე და ისეთი გზავნილი იყოს ჩემზე პიროვნულად, რომ მოდით, ვიღაცა შეიწყალეთ. ამის უფლება არავის არ აქვს, არცერთი ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ საქართველო არის არანაკლები თანასწორი ქვეყანა როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პატივს სცემს ნიკა გვარამიას პოზიციას.

Cesko