ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტარებზე: მეგობრებს შეიძლება ჰქონდეთ კრიტიკული ხედვა, ჩვენი მოვალეობაა, ვუთხრათ, რომ საქართველო მოწოდებულია იმ საერთო მიზნისკენ, რომელიც მათი ინტერესიც არის

0
235
39 Views

მეგობრებს შეიძლება ჰქონდეთ კრიტიკული ხედვა, კრიტიკული დამოკიდებულება, ჩვენი მოვალეობაა, მათთან ვიმუშაოთ, ჩვენი მოვალეობაა, მათ მუდმივად ვუთხრათ, რომ საქართველო მოწოდებულია იმ საერთო მიზნისკენ რომელიც მათი ინტერესიც არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტარებზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე მთავარი, რაც გვაერთიანებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური მომავალი. ამიტომ ყველა ის პარტნიორი და მეგობარი, ვინც გულწრფელად გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას და არის შემთხვევები, როდესაც აქვთ კითხვები, რომელზე პასუხებიც არ აქვთ, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ, რომ მათთან ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ჩვენი ხედვები და მაქსიმალურად დავაახლოოთ, რათა ყველამ ერთად შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

Cesko