26 Views
უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
მონიტორინგის ჯგუფ „ბელარუსი გაიუნის“ ინფორმაციით, ბელარუსში განლაგებული რუსული ავიაგამანადგურებლები, რომლებიც „კინჟალის“ ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებლები არიან, ჰაერში აფრინდნენ.
„მიგ-31კ“-ის ტიპის თვითმფრინავები ბარანოვიჩისა და მაჩულიშის აეროდრომებიდან აფრინდნენ.
ცნობისთვის, „კინჟალის“ტიპის რაკეტები ახალი ჰიპერბგერითი იარაღის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს წარმოადგინა თავის გამოსვლაში, რომელშიც თქვა, რომ ისინი შეიძლება მისწვდნენ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილს და გვერდი აუარონ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარს.