20 Views
მოსკოვში გამართული რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება აშშ-ის საქმე არ არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
”ეს მათი საქმე არ არის, არც ამერიკელების საქმეა,” – უპასუხა ლავროვმა ჟურნალისტს, რომელმაც მას შეკითხვა სი ძინპინის რუსეთში ვიზიტზე დასავლეთის რეაქციასთან დაკავშირებით დაუსვა.
გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სი ძინპინის რუსეთში ჩასვლა ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემიდან რამდენიმე დღეში იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, კრემლი ანგარიშვალდებული გახადონ იმ სისასტიკის გამო, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის.