“თბილისი ჯერ კიდევ ფიქრობს 3+3 ფორმატში გაწევრიანებაზე…კარი ღიაა…ხოლო დასავლეთი აქტიურად მუშაობს სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე”- ლავროვი

0
480
22 Views

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყება მუშაობს მეორე შეხვედრის მოწვევაზე 3+3 ფორმატში, რომლის ფარგლებშიც თბილისისთვის კარი ღია რჩება. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ლავროვის თქმით, დასავლეთი აქტიურად მუშაობს სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე.

„ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა შედგა, თბილისის კარი ღიაა. ახლა ვმუშაობთ მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება“, – თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ.

3+3 ფორმატად ჩაფიქრებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველი სხდომა 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

Cesko