23 Views
თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას დაიმატებს, ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება – ამის შესახებ საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ლეგენდამ, ტიერი ანრიმ CBS Sports-თან განაცხადა:
„თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვარაცხელიას ტრანსფერს განახორციელებს, მანჩესტერში ჯორჯ ბესტის ეპოქა დაბრუნდება. ვიმედოვნებ, რომ კვარაცხელია თამაშს ასევე გააგრძელებს, „ნაპოლი“ კი იტალიის ჩემპიონი გახდება – ნეაპოლელები კონკურენტებს დიდი უპირატესობით უსწრებენ. სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვს“, – აღნიშნა ტიერი ანრიმ.