24 Views
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ სამხედრო დანაშაულების ჩადენის გამო ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
“ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს მიღმა პუტინი უნდა დააავონ და გადასცენ სასამართლოს. მსოფლიო ლიდერები სამგზის დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ ან დასხდებიან მასთან მოლაპარაკებებზე”. – ამბობს უკრაინის გენერალური პროკურორი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და ორდენის გაცემა გამართლებულად მიიჩნია:
“ჩემი აზრით, ეს გამართლებულია [ორდერი]. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის არც ჩვენ მიერ არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მკაფიო აზრს გამოხატავს” – თქვა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.