ანრი ოხანაშვილი – „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ის პოზიცია დაადასტურა, რაც ჩვენ გვქონდა – მან წერტილი დაუსვა უსაფუძვლო აჟიოტაჟს

0
254
27 Views

„დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ის პოზიცია დაადასტურა, რაც ჩვენ გვქონდა – მან წერტილი დაუსვა უსაფუძვლო აჟიოტაჟს, როცა რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონის მიღება დაუშვებელი იყო, – ეს განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში აღნიშნა, რომ საკითხის კანონით მოწესრიგება სავსებით შესაძლებელია.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ არის საკითხები, რაც დაზუსტებას საჭიროებს.

“ჩვენ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე ვთქვით: – ვინაიდან უკრაინულ კანონს ერთი ერთში ვიღებთ, რადგან ევროკომისიას უკრაინული მოდელის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, ჩვენ არაფერს შევცვლით იმის მიუხედავად, რომ მიგვაჩნია, რომ გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. ამიტომ კანონპროექტი ვენეციის კომისიას იმ ფორმით გავუგზავნეთ, რა ფორმითაც ის უკრაინამ მიიღო და რომელიც მოწონებულ იქნა ევროკომისიის მხრიდან, რათა სასპეკულაციო სივრცე არ დაგვეტოვებინა. ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები ჩვენ დასაწყისშივე გვქონდა, ამიტომ საკითხს დავუბრუნდებით, ვიმსჯელებთ, გავაანალიზებთ და შესაბამისს გამართულ კანონს მივიღებთ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Cesko