22 Views
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ბაბუა აცხადებს, რომ კრიმინალისტებს გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ.
მისი თქმით, დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.
„12 წლის ბავშვი არის ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო. აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. რომ გავაღვიძე და მოვედი თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ“, – აცხადებს გარდაცვლილი გოგოს ბაბუა.