ზახაროვა: უკრაინელი „ნეონაცისტები“ და მათი დასავლელი მფარველები გარდაუვალი განაჩენის წინაშე დგანან

0
704
24 Views

„უკრაინელი „ნეონაცისტები“ და მათი დასავლელი მფარველები გარდაუვალი განაჩენის წინაშე დგანან“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რუსული მედია წერს, ზახაროვამ ესტონეთის მთავრობის მეთაურს ნიურნბერგის ტრიბუნალის შესახებ შეახსენა.

ზახაროვას თქმით, „სამართლიანი“ განაჩენი აუცილებლად დადგება, რადგან ასეთია ისტორიული გამოცდილება.

„ესტონეთის მმართველ „ნაციონალისტურ“ ელიტასა და კიევის „რეჟიმს“ შორის იდეოლოგიური ურთიერთობა, გასაკვირი არ არის. მათ აერთიანებს სურვილი, რომ შუხევიჩი, ბანდერა და ესტონელი „ყაჩაღები“ გმირებად აქციონ. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვესმის“, – აღნიშნა ზახაროვამ ესტონეთის პრემიერ კაია კალასის საპასუხოდ.

კაია კალასმა რუსეთის ამჟამინდელი ქმედებები 1944 წლის გაზაფხულზე ესტონეთის ტერიტორიაზე წითელი არმიის მიერ საჰაერო დარტყმებს შეადარა.

Cesko