ჩინეთი, სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის

0
289
22 Views

ჩინეთი, პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესებიდან სამი წლის შემდეგ, ვიზიტორებისთვის, მათ შორის ტურისტებისთვის, საზღვრებს სრულად ხსნის.

CNN-ის ინფორმაციით, ოთხშაბათიდან ჩინეთი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყველა კატეგორიის ვიზების გაცემას განაახლებს.

ამასთან, ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებს კვლავ მოეთხოვებათ კოვიდ ტესტის ჩატარება გამგზავრებამდე 48 საათით ადრე.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, პეკინის “ნულოვანი კოვიდ” პოლიტიკის შემსუბუქების შემდეგ, ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ძირითად და გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწიეს.

ჩინეთმა, პანდემიის გამო, უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობისთვის საზღვრები 2020 წლის მარტში დახურა.

Cesko