27 Views
ქეთი წიკლაური მამის, თემურ წიკლაურის დაზიანებული საფლავის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“გრძელდება ვანდალიზმი და მხეცების გამოსვლები.
კიდევ ერთხელ გააფუჭეს მამას სასაფლაოს ძეგლი, პოლიურეთანის სკულპტურა.
შარშან დედამიწა ამოგლიჯეს ხელებიდან, საქმეც კი აღიძრა მაშინ…
ახლა კი ეს!
მეგობარმა გამომიგზავნა სურათი, მე არ ავსულვარ დიდი ხანია, ვირუსი მაქვს, სახლში ვარ ერთი კვირაა უკვე…
იცით, არც ვიცი, რა დავწერო!
მადლობა, “საქართველო”?… არა, ყველაფერი ზედმეტია.
სიტყვები უძლურია”, – წერს ქეთი წიკლაური.