“კანადა, საბერძნეთი, ბოსნია და ახლა ევროკავშირი დაიწყებს ისეთი კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც დააზღვევს მათ საზოგადოებას უცხო გავლენებისგან! ჩვენ კი, ვისაც როცა მოეპრიანება, ცალ ფეხზე შევხტეთ”

0
334
27 Views

ცოტათი მაინც არ გრცხვენიათ, საზარბაზნე ხორცად რომ გაგხადეს და ისე გაბზრიალეს საკუთარი მიზნების გარშემო, ლამის ქვეყნის დანგრევაში მიგაღებინეს მონაწილეობა?!, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, კანადის, საბერძნეთისა და ბოსნიის შემდეგ ევროკავშირი აპირებს იმ კანონის ინიცირებას, რომელის მიღებაც საქართველოშიც იგეგმებოდა.

„იბერუს, მიამიტურ-კავკაზურ, აეროდინამიკუს ტემპერამენტუს“… აბა, გააღეთ პირი და თქვით: ააარა რუსულ კანონს!..
ნუ, ჩვენმა „ეროვნულმა ბენეფიციარებმა“ რომ პროგრამა მინიმუმ შეასრულეს და საკუთარი მერკანტილური სურვილები დაიკმაყოფილეს, ვიცით, მაგრამ აი, იმ ძააან გულანთებულ ევროპელებს მინდა ვკითხო:

ცოტათი მაინც არ გრცხვენიათ, საზარბაზნე ხორცად რომ გაგხადეს და ისე გაბზრიალეს საკუთარი მიზნების გარშემო, ლამის ქვეყნის დანგრევაში მიგაღებინეს მონაწილეობა?!.

კანადა, საბერძნეთი, ბოსნია და ახლა ევროკავშირი დაიწყებს ისეთი კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც დააზღვევს მათ საზოგადოებას უცხო გავლენებისგან!

ჩვენ კი, ვისაც როდესაც მოეპრიანება, თითს გაგვიტკაცუნებს, ჩვენც ცალ ფეხზე შევხტეთ და ხან იქეთ გადავკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდეთ და ხან აქეთ გადმოვკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდეთ.
P.S. „პრადვინუტებო“ ყველა ქვეყნისა შეერთდით!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს გაამჟღავნონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ.

Cesko