27 Views
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მომავალ კვირას რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, როგორც მედიასაშუალება წერს, რომ სი ძინპინი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
„ეს იმაზე უფრო ადრე მოხდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – წერს გამოცემა.
ვიზიტის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთი მოსკოვსა და კიევს შორის ე.წ. სამშვიდობო გეგმის ინიციატივით გამოვიდა.
Wall Street Journal-ი იუწყებოდა, რომ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი შესაძლოა აპრილში ან მაისის დასაწყისში შემდგარიყო.