რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ – პრემიერი აქციებზე

0
365
23 Views

რამდენიმე ახალგაზრდის ფოტო ვნახე, სატანისტების ფორმა ეცვათ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა TV იმედის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს სიცრუე და სისულელეა. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. ამ გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და ფრანკლინის კლუბის “ანარქისტებმა”, რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს შემაშფოთებელია, რაც აქ ხდება. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა, უკვე გადაქცეულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და ცოტაღა უკლია, რომ ტერორისტული გახდეს”

Cesko