შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის იზრდება უთანხმოება რუსეთის ფედერაციასთან ომის მიზნებთან დაკავშირებით, ასევე, პოტენციური კონფლიქტები იმის შესახებ, თუ როგორ და როდის დასრულდება ომი, – ამის შესახებ RBC-Ukraine Politico-ზე დაყრდნობით იუწყება.
თუმცა, გაზეთი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის ერთიანობა ძლიერია.
Politico იუწყება, რომ თეთრი სახლის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა, გავრცელებული ინფორმაციით, დაიწყო შეშფოთების გამოხატვა, რომ უკრაინა ხარჯავს უამრავ ადამიანურ ძალას და საბრძოლო მასალას ბახმუტში, რამაც მათი აზრით, შეიძლება შეარყიოს გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის „იმედგაცრუებაა. თუმცა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ალიანსი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებსა და უკრაინას შორის რჩება ძლიერი და დახმარება გაგრძელდება მანამდე, სანამ ომი გაგრძელდება.
„თეთრი სახლი მუდმივ კონტაქტშია უკრაინასთან, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა.
მან დასძინა, რომ პუტინი ომის დამთავრებას არ აპირებს.
„საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, რათა ბრძოლის ველზე მიაღწიოს წარმატებას, რადგან მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან შეძლონ ყველაზე ძლიერი პოზიციიის დაფიქსირება, როცა ეს დრო მოვა“, – აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.
„მზარდმა განსხვავებულმა აზრმა შეიძლება გამოიწვიოს დებატები და კიდევ უფრო დიდი განხეთქილება იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდება ომი. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა პირობა დადო ურყევი მხარდაჭერის და სახელმწიფო ხაზინა ამ დროისთვის ღიაა, შეერთებულმა შტატებმა კიევს განუცხადა, რომ მას არ შეუძლია უკრაინის განუსაზღვრელი ვადით დაფინანსება“, – ნათქვამია მასალაში.
ამავდროულად, აღნიშნულია, რომ რესპუბლიკელების მზარდმა რაოდენობამ დაიწყო სკეპტიციზმის გამოხატვა.