ირანმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

0
255
36 Views

7-წლიანი პაუზის შემდეგ ირანმა და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

შეთანხმება ჩინეთის შუამავლობით გაფორმდა. მას პეკინში მოეწერა ხელი. ოდნავ მოგვიანებით ირანის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც იგეგმება.

ორი თვის განმავლობაში თეირანში და ერ-რიადში დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება. ჩინეთის გარდა, ამ გადაწყვეტილებას აშშ-ც მიესალმა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა  ჯონ კირბიმ  განაცხადა, რომ ეს „ვაშინგტონის ინტერესებს შეესაბამება“.

ურთიერთობები ირანსა და საუდის არაბეთს შორის 2015 წელს გაუარესდა, როდესაც არაბულმა კოალიციამ საუდის არაბეთის ხელძღვანელობით, იემენში, პროირანული ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დიპლომატიური ურთიერთობები ამ ქვეყნებმა 2016 წლის იანვარში გაწყვიტეს.

Cesko