2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ – სიმონიანი

0
1094
21 Views

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საკუთარ ტელეგრამ არხზე საქართველოში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ომის გამეორების შემთხვევაში, თბილისს ლოიალობის გარეშე, პირდაპირ დაარტყამენ“.

„თბილისში მომიტინგეები ყვირიან – „სოხუმი! სოხუმი“. სინამდვილეში, თავიდან ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო.

კრემლოლოგები არ დარჩენიათ და არავინ არის, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ დაუწყებს და იქ ჯარებს არავინ გაგზავნის, არამედ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, დიდი გარჩევის გარეშე, სულ მცირე, იმის გამო, რომ 👇

1. ახლა სენტიმენტების დრო არაა, 2. თბილისში არ არის კიევ-პეჩერის ლავრა, 3. ჩვენს ქვეყანაში არავინ მიიჩნევდა და არ მიიჩნევს თავის თავს ქართველებთან ერთ ხალხად და რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა „თბილისის რუსეთი“.

ასე რომ, სულ ამაოდ წამოიწყეთ ეს ყველაფერი. შეიცოდეთ ლამაზი ქალაქი და თავის ტემპერამენტიან მოსახლეობასთან ერთად, რადგან თავად არ იცოდებენ თავებს“, – აცხადებს სიმონიანი.

Cesko