28 Views
7 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა ჰამბურგში მომხდარი სროლის შედეგად. ინციდენტი „იეღოვას მოწმეთა“ შეხვედრის დარბაზში მოხდა.
პოლიციაში ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით გარდაცვლილთა შორის არის თავდამსხმელიც. თავდასხმის მოტივის შესახებ სანდო ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ტარდება. მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.