“შავი დღე აქვს საქართველოსო” -კელი დეგნანმა (!).
კრემლისგან შთაგონებული ამერიკული კანონი შეუთავსებელია საქართველოს ევროინტეგრაციასთანო…
დეიდა კელი, ამ კანონამდე ხომ თავი მოიკალით ამერიკელებმა თქვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის ვიზების გაუქმება-გამარტივებით, ღირსეული სამუშაო ადგილების კვოტირებით, ჩვენზე მოძალადე სისხლიანი რეჟიმის მხილება-სანქცირებით, ჩვენი ეკონომიკის რეალური გაძლიერებით და ნატოში მიღებით.
ევროპელებმა კი, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებით…
ასე იცის 30 წლიანმა მასხრობამ…
რუსები, რუსებმა, რუსებს… აღარ ჭრის. კგბ-ს ყველა გამოზრდილი თქვენს სამსახურშია და მოიხმარეთ როგორც გსურდეთ. მხოლოდ იცოდეთ,
#არაგარევინებთ
ხელისუფლებას მოვუწოდებ!
– დააკავეთ ხელისუფლების ძალადობით დამხობის მოწოდების, პარლამენტის შენობაში შეჭრის ორგანიზატორები და შემსრულებლები;
– სასწრაფოდ გამოიძახეთ ამერიკის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოსთხოვეთ განმარტება მის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის, ფაქტიურად, სამოქალაქო არეულობისკენ მოწოდების გამო და გადაეცით საპროტესტო ნოტა.
– გამოიწვიეთ საქართველოს ელჩი უკრაინიდან, უკრაინის ელჩი კი – გააძევეთ ქვეყნიდან.
საქმეს მიხედეთ და ჩვენს მოთმინებას ნუ ცდით.
მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი