უკრაინის კრიზისს „უხილავი ხელი“ მართავს – ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

0
359
25 Views

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განის განცხადებით, უკრაინის კრიზისს მართავს „უხილავი ხელი“, რომელიც „კონფლიქტის“ გაჭიანურებას და ესკალაციას ემსახურება.

„უხილავი ხელი უკრაინის კრიზისს გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს“, – ციტირებს ცინი სიტყვებს Reuters.

ხოლო როგორც CNN წერს, ჩინელი დიპლომატი ამბობს, რომ „სანქციები და ზეწოლა [რუსეთის წინააღმდეგ] პრობლემას ვერ გადაჭრის“ და საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები „უკრაინის კონფლიქტის დასარეგულირებლად“.

„უკრაინის კრიზისი კრიტიკულ მომენტს მიუახლოვდა. ან საომარი მოქმედებების შეწყვეტა, მშვიდობის აღდგენა და პოლიტიკური რეგულირების პროცესის დაწყება, ან ცეცხლზე კიდევ უფრო მეტი ნავთის დასხმა, კრიზისის გაღრმავება და კონტროლიდან გამოსვლა“, – აცხადებს ჩინელი დიპლომატი.

Cesko