ქადაგიძე არველაძეს: “უნდა გეუხერხულებოდეს, პირველივე წამებიდან „ნაცების“ ყველა ჯგუფში ვარდება შენი პოსტი დასალაიქებლად, რაც ნიშნავს, რომ იციან წინასწარ რა და როდის უნდა დადო” 

0
492
21 Views

„უსამშობლო ხალხის და ეკლესიის მაგინებლების მხარდაჭერაც არ არის კარგი საქციელი შენი მხრიდან!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, შოთა არველაძის გამოხმაურებაზე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ.

როგორც ქადაგიძე წერს, არველაძის, როგორც ვეტერანი ფეხბურთელის, ავტორიტეტის ძალიან ბინძურად გამოყენებას ცდილობენ!

„ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანზე, რუსულ ნარატივში გაიყვანე შენცო, ვინც არ უნდა გთხოვოს და ვინც არ უნდა დაგაჯეროს, მაინც არ უნდა გააკეთო ადამიანმა. უნდა მიხვდე, რომ შენი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელის, ავტორიტეტის ძალიან ბინძურად გამოყენებას ცდილობენ! და ცოტა მაინც უნდა გეუხერხულებოდეს, რომ დადებისთანავე, პირველივე წამებიდან ნაცების ყველა ჯგუფში ვარდება შენი პოსტი დასალაიქებლად და გასაშეარებლად! პირველივე წამებიდან!!! რაც ნიშნავს, რომ შეთანხმებული პოსტია, იციან წინასწარ რა და როდის უნდა დადო… უსამშობლო ხალხის და ეკლესიის მაგინებლების მხარდაჭერაც არ არის კარგი საქციელი შენი მხრიდან!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუკზე.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა დაუშვებელია.

Cesko