პარლამენტთან „აგენტების ამერიკული კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

0
317
31 Views

იურიდიული კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტთან          „აგენტების ამერიკული კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. კანონპროექტის შინაარსს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები დგანან როგორც პარლამენტის შესასვლელთან, ასევე რუსთაველის გამზირზე. ორგანიზატორები ამბობენ, რომ აუცილებლად მოაწყობენ სირცხვილის დერეფანს. კანონის განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

22 თებერვალს კი „ხალხის ძალამ“ კანონპროექის ალტერნატიული ვერსია – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

Cesko