ბაიდენს სიმსივნური წარმონაქმნის ოპერაცია ჩაუტარეს

0
265
21 Views

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სიმსივნური წარმონაქმნი ამოაჭრეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ბაზალიომა ბაიდენს მკერდზე აღენიშნებოდა.  ეს კანზე ავთვისებიანი წარმონაქმნია, მაგრამ მეტასტაზებს არ იწვევს და ოპერაციის გარდა შეერთებული შტატების ლიდერს მკურნალობა არ სჭირდება. პრეზიდენტის მკურნალი ექიმის თქმით, მის ჯანმრთელობაზე გეგმური დაკვირვება გაგრძელდება.

ბაიდენი ახალგაზრდობაში ბევრ დროს მზეზე ატარებდა. მას კანზე სიმსივნური წარმონაქმნების ოპერაცია ადრეც ჩაუტარებია. ბაზალიომა არის სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და, ამასთანავე, მარტივად სამკურნალო ფორმა, განსაკუთრებით კი თუ ის საწყის სტადიაზეა აღმოჩენილი. ექიმების თქმით, 80 წლის ბაიდენი ჯანმრთელია და ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

Cesko