„ატენში მიდიოდა, რა დროსაც გზაზე გადაუდგნენ…. “იფიქრა სახლშიც არ მომადგნენ, შვილები მყავსო და…” – კრიმინალური ავტორიტეტების ჩაცხრილვის დეტალები

0
396
20 Views

გორ­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ერთი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის და მე­ო­რე პი­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 19-109-ე მუხ­ლე­ბით წა­ყე­ნე­ბულ ბრალს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოხ­და.

“აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა მა­მას­თან და უმ­ცროს ძმას­თან ერ­თად კრე­დი­ტით გახ­სნა და თა­ვად მუ­შა­ობ­დნენ მღე­ბა­ვე­ბად. პრო­ფი­ლაქ­ტი­კის გახ­სნი­დან ცოტა ხან­ში, ობი­ექ­ტი გა­ი­ქურ­და, შე­სა­ბა­მი­სად, აქ და­ტო­ვი­ლი მან­ქა­ნე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­თვის თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­ბაშ­ვი­ლებს თა­ვად მო­უხ­დათ. სად­გუ­რის და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მათ­თან, შე­ა­ღე­ბი­ნეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, თუმ­ცა, თან­ხა არ გა­და­უ­ხა­დეს, შემ­დეგ სხვა პი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­უთ­ვა­ლეს, რომ აქ ვერ იმუ­შა­ვებ­დნენ, თუ თან­ხას არ გა­და­იხ­დიდ­ნენ და მომ­ხდა­რი ქურ­დო­ბის ფაქ­ტიც გა­ახ­სე­ნეს, ბო­ლოს კი, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ძმას ღია ტექ­სტით თა­ვად­ვე უთხრეს, ოჯა­ხე­ბი გყავთ, ცო­ლე­ბი გყავთ, შვი­ლე­ბი გყავთ და ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბაო, მოს­თხო­ვეს ყო­ველ­თვი­უ­რად გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­და.

ამ­გვა­რი მუ­ქა­რის შემ­დგომ, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა იფიქ­რა, სახ­ლშიც რომ მო­მად­გნენ, ოთხი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი მყავს, შე­საძ­ლოა, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დონ და რამე უბე­დუ­რე­ბა არ მოხ­დე­სო, სწო­რედ ამის გამო, აიღო თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი “სა­ი­გა”, რო­მე­ლიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის სა­ხელ­ზე და გა­და­წყვი­ტა, რომ სი­მამ­რთან შე­ე­ნა­ხა სახ­ლში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ატენ­ში.

სწო­რედ ატენ­ში მი­დი­ო­და, როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მან­ქა­ნით აე­დევ­ნენ, შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლი წინ გა­და­უ­ყე­ნეს და მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რე­ბი­ნეს, ორი მათ­გა­ნი კი მის­კენ წა­ვი­და მუ­ქა­რით და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა იფიქ­რა, რომ მას საფრ­თხე ელო­და, თავ­დაც­ვის და ამ პი­რე­ბის მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით, ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძლი­დან გად­მო­ი­ღო თოფი, რო­მე­ლიც და­ტე­ნი­ლი არ იყო, მათ თვალ­წინ შე­ა­ყე­ნა, თუმ­ცა, ამ ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ნიშ­ნულ პი­რებს უკან არ და­უ­ხე­ვი­ათ, მათ შო­რის მან­ძი­ლი მცირ­დე­ბო­და, მას შემ­დეგ კი, რაც ერთ-ერ­თმა ხელი ზურგსუ­კან წა­ი­ღო, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა მო­ახ­დი­ნა გას­რო­ლა, რამ­დე­ნი ტყვი­აც ჰქონ­და, ყვე­ლა გა­ის­რო­ლა, მერე კი დე­ტა­ლებს ვე­ღარ იხ­სე­ნებს, ახ­სოვს მხო­ლოდ ის, რომ მან­ქა­ნით უკან წა­მო­სუ­ლი მი­ვი­და პრო­ფი­ლაქ­ტი­კას­თან, სა­დაც პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავ­და შე­სა­კე­თებ­ლად მიყ­ვა­ნი­ლი, ას­წია ხე­ლე­ბი და უთხრა – და­მა­კა­ვეთ, მგო­ნი, კაცი მოვ­კა­ლიო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დაც­ვის მხა­რე გეგ­მავს, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ა­ყე­ნოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ ბრალ­დე­ბულს სა­ერ­თოდ არ შე­ე­ფარ­დოს არა­ნა­ი­რი სა­ხის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა სა­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გორ­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შემ­თხვე­ვა 28 თე­ბერ­ვალს მოხ­და. სრო­ლის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, 34 წლის ირაკ­ლი კო­ბე­რი­ძე თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, 27 წლის ვანო ღვი­ნი­აშ­ვილს კი, რო­მელ­საც მრავ­ლო­ბი­თი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ურ­თუ­ლე­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და, პა­ცი­ენ­ტი ამ­ჟა­მად რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

ambebi.ge

Cesko