23 Views
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებასა და იარაღის შეკეთების შესაძლებლობებს, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბრძოლას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ.
„უკრაინის მხარდაჭერამ, რომელიც უკვე ერთი წელია, გრძელდება, იმის წარმოდგენა მოგვცა, რომ აუცილებელია კარგი აღჭურვა, მათ შორის სათადარიგო ნაწილებით, ამიტომ ჩვენ უკრაინის ფარგლებს მიღმა შევქმენით სარემონტო ობიექტები იარაღისთვის, რომელიც ომში გამოიყენება. ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალებით მომარაგებას როგორც ჩვენ მიერ მიწოდებული შეიარაღებისთვის, ასევე კლასიკური შეიარაღებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია მთელ აღმოსავლეთ ევროპაში“, – აღნიშნა შოლცმა.