“დაწერილია, რომ უნდა მოხდეს და, სამწუხაროდ, მოხდება”- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

0
746
30 Views

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ადმინისტრაცია მის პირად გვერდზე 2010 წლის აპრილის თვის გაზეთიდან – “ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია” ინტერვიუს ვრცელ ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ინტერვიუ არქივიდან გაზეთი “ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია”, №44
— ქალბატონო ლელა, თქვენ 2008 წლის 20 ნოემბერს ასეთი რამ ბრძანეთ: „თურქეთში მოხდება დიდი მიწისძვრა. თუმცა იქნება წინმსწრები პირობები, რითაც ადვილი მისახვედრი გახდება, რომ ხალმა უნდა დატოვოს ეს ადგილი. მაგრამ იფიქრებენ, ეს პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი აქ შეცდებიან. ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი. ხომ ვწინასწარმეტყველებ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს მიღმა გაუშვებენ. როცა ასრულდება, მაშინ გაოგნდებიან. მაგრამ, რა? უამრავი ადამიანი იღუპება, ვხედავ. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მათ ვერავინ უშველის. ამ წინასწარ გაფრთხილებასაც ვერ გამოიყენებენ“. ასე მგონია, ზემოთხსენებულ წინმსწრებ პირობათაგან ერთ-ერთი მარტში მომხდარი მიწისძვრაც იყო. — დიახ, ასეა. ეს იყო გაფრთხილება, მაგრამ კიდევ იქნება. და ვერაფერს და არაფერს მოიმოქმედებენ იმ დიდი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, რაც მომავალში მიწისძვრისგან ელის თურქეთს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ 1993 წელს ვწერდი და იმავე პერიოდში გავაფრთხილე თურქეთის მთავრობა ჩემი თურქი მეგობრის მეშვეობით. მაშინ მან ეს წინასწარმეტყველება, სხვა პოლიტიკურ ჩანაწერებთა ერთად, თურქულ პრესაშიც გამოაქვეყნა და, ვინაიდან მაღალ წრეებთანაც იყო დაახლოებული, პირადადაც გადასცა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მაგრამ ბედისწერა ბედისწერაა. დაწერილია, რომ ასე უნდა მოხდეს და, სამწუხაროდ, მოხდება კიდეც. მცირე განმარტება რედაქციისგან: თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში, 2020 წლის 24 იანვარს 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც მეზობელ პროვინციებში: დიარბაქირში, მალათიაში, ადიამანში, სამსუნში, ასევე მეზობელ სირიაში, ლიბანსა და ირანში იგრძნობოდა. მაშინ მიწისძვრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 1607 კაცი კი დაშავდა. ეს სწორედ ის ტერიტორიებია, რომლებიც მოიცვა კიდეც 2023 წლის გამანადგურებელმა რყევებმა. ასე რომ, კატასტროფის წინმსწრები პირობები ნამდვილად იყო და ისინი ნამდვილად არ გაითვალისწინეს.

Cesko