21 Views
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს თუ მიაწვდის, ვაშინგტონი ოფიციალურ პეკინს სანქციებს დაუწესებს.
როგორც ბლინკენი აცხადებს, აღნიშნულ საკითხს აშშ ყურადღებით აკვირდება.
„არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მიზეზი, რის გამოც ამ საკითხზე ვსაუბრობ არის ის, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ ჩინეთი განიხილავს მისი ზოგიერთი კომპანიის არალეტალური მხარდაჭერიდან უკრაინაში რუსეთი სამხედრო ძალისხმევის დე ფაქტო ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას“, – დასძინა ენტონი ბლინკენმა.