24 Views
რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება-ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარების მინისტრმა გააკეთა.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთზე არის მონაკვეთები, სადაც სამუშაოების ტემპი მოსამატებელია კონტრაქტორების მხრიდან.
“და რაზეც ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს. ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ძალისხმევის პირობებში, როდესაც კონტრაქტორები გაითვალისწინებენ როგორც საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ეს სრულიად შესაძლებელი იქნება. ამ დროისთვის დაწინაურებულია მეორე და მესამე – ხევი-უბისა და უბისა-შორაპანის მონაკვეთები, თუმცა, ზოგიერთ მონაკვეთზე კონტრაქტორების მხრიდან მუშაობის მომატება აუცილებელია,“-განაცხადა მინისტრმა.