მეცნიერები შოკში არიან, ახსნა არ აქვთ, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება – აღმოჩენილია 6 უზარმაზარი ძველი გალაქტიკა

0
725
24 Views

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში აღმოჩენილია 6 უზარმაზარი, იმდენად ძველი გალაქტიკა, რომ მათი არსებობის ახსნა ძალიან ჭირს.

საქმე სავარაუდოდ ეხება საკმაოდ მასიური და კარგად ჩამოყალიბებული ექვს გალაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 500-700 მილიონი წლის შემდეგ პერიოდში ჩანან. ამჟამინდელი კოსმოლოგიური მოდელების თანახმად, მათ უბრალოდ არ უნდა ჰქონოდათ საკმარისი დრო, რათა ასეთ მომწიფებულ მდგომარეობამდე მიეღწიათ.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სამყაროს ევოლუციის შესახებ წარმოდგენაში რამდენიმე საკვანძო ეტაპი უბრალოდ გამორჩენილი გვაქვს.

„არასოდეს გვინახავს ასეთი დიდი ზომის გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან ასე ადრეულ პერიოდში. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ექვსი გალაქტიკა 12 მილიარდ წელიწადზე მეტისაა; დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 500-700 წლის შემდეგ, მათი მასა ჩვენი მზისას უკვე 100-მილიარდჯერ აჭარბებდა. ამჟამინდელი მოდელების თანახმად, ეს მასა არსებობისათვისაც კი დიდია. აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სამყაროში ადრეულ გალაქტიკათა წარმოქმნის შესახებ“, — ამბობს ჯგუფის ხელმძღვანელი, ავსტრალიის სვინბერნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომი ივო ლაბე.
ობიექტები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ამოქმედებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებულ დაკვირვებათა მონაცემებში შენიშნეს. ეს უმძლავრესი ტელესკოპი სამყაროს ინფრაწითელ დიაპაზონში სწავლობს, რომელიც ბრწყინვალეა ადრეული სამყაროდან მილიარდობით წლის წინ წამოსული სინათლის შესამჩნევად. ასეთი სინათლე უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებად არის გაჭიმული სივრცე დროის გაფართოების მიერ.
„ასე შორეულ სამყაროს პირველად ვუყურებთ და წარმოდგენა არ გვაქვს, რას აღმოვაჩენთ. როგორც ჩანს, აღმოვაჩინეთ რაღაც ისეთი მოულოდნელი, რომ მეცნიერებაში პრობლემას ქმნის — ადრეულ გალაქტიკათა ფორმაციის მთლიან სურათს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, — ამბობს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი ჯოელ ლეია.

ჩვენი კოსმოლოგიური მოდელების მიხედვით, სულ დასაწყისში, სამყარო რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. პირველ რიგში, დიდი აფეთქების გარიჟრაჟზე წარმოქმნილ ნაწილაკთა ცხელი „სოუსი“ პირველ რიგში საკმარისად უნდა გაციებულიყო, რათა ატომებად შერწყმულიყო, სივრცის მოცულობა ძირითადად წყალბადითა და ჰელიუმით აევსო. სწორედ ამ აირიდან დაიწყო წარმოქმნა პირველმა ვარსკვლავებმა და გალაქტიკებმა, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 150 მილიონი წლის შემდეგ.

წყარო: tia.ge

Cesko