26 Views
ნინო სუხიშვილის მეუღლის ზურა ლეჟავას გარდაცვალებას, მამაო ალექსანდრე გალდავა სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ყველაზე სუფთა, წრფელი, ერთგული, გვერდში მდგომი, ხელგაშლილი, გულიანი, უსაყვარლესი თვალებბრიალა ზურა. ღმერთმა განუსვენოს“, – წერს ალექსანდრე გალდავა.
როგორც კომენტარებში წერენ, ეს ზურა ლეჟავას უკანასკნელი ფოტოა.
ნინო სუხიშვილის მეუღლე რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოჰყვა და მძიმედ დაშავდა. ის ხევში გადაიჩეხა, როდესაც წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა.