ძებნილობიდან ორ წელიწად ნახევრის და დაკავებიდან 17 დღის შემდეგ, ტერორისტად გამოცხადებული ყოფილი ჯარისკაცი, ბადრი ესებუა ალაპარაკდა და პირველი ინტერვიუ „შაბათის ეთერს” მისცა.
ბადრი ესებუა:
“ჩემს საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს! თუ აქ ეს მევახშეები და სახელმწიფო დამჩაგრავენ, წავალ სტრსბურგში და აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩვენს ქვეყენაში სოციალური უთანასწორობაა და მე ამას აუცილებლად შევებრძოლები.
ამ წერილს საკნიდან გწერთ, მე ახლა ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ვიმყოფები. აქ როგორც რიგით პატიმარს ისე არ მექცევიან. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ და მარტო ვარ გამოკეტილი. ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდები, მაგრამ მეც ბევრი მაქვს სათქმელი. სიმართლის დამტკიცების იმედი მაინც მაქვს. ისე, ხალხი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ამიტომ მათი იმედი ნამდვილად მაქვს. სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა მე ძალოვანი უწყებები მდევნიდნენ, ამიტომ სამეგრელო 2020 წლის შემოდგომისთვის დავტოვე და ვცხოვრობდი ხან სოხუმში ხან ბათუმში
ტვ პირველის მონაცემით, მაშინ, როდესაც ბადრი ესებუა ძებნაში იყო, ამ დროს ესებუა ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში ცხოვრობდა. მისი ჩხრეკისას ამოღებულია კოდირებული კარის ელექტრონული გასაღები და მეტრომანი.
–ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ, სირცხვილია რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ, თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი, შემდეგ ვცხოვრობდი ბათუმში, ასევე თბილისში, დედაქალაქში მეტროთი გადავადგილდებოდი, – ამბობს იგი მედიასთან.
ესებუას ადვოკატების თქმით, ბადრი ესებუას შეყვარებული ჰყავდა და ამიტომ დაბრუნდა ოკუპირებული ტერიტორიიდან. მედიის ცნობით ესებუას თბილისში ბინა ჰქონდა ნაქირავები ვაჟა ფშაველას გამზირზე, სუსის შენობასთან ახლოს, სადაც შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა.
ავდოკატის მტკიცებით, იგი ახლო გარემოცვის წევრმა გასცა. ალია, ექსკლუზიურად წერდა ამაზე და წერდა იმასაც, რომ ბადრი ესებუა ძმის გადასარჩენად გახდა იძულებული, ახლობლების საშუალებით დაეწყო მოლაპარაკება შსს–თან და ჩაბარებოდა მათ. ბადრი ესებუა დღეს, უკვე ტვ პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის მთავარია მისი ძმის უსაფრთხოება და ითხოვს ძმის გათავისუფლებას.
ბადრი ესებუა ამტკიცებს, რომ მას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბანკის ძარცვაში.
ბადრი ესებუა ამბობს, რომ არსად გაქცეულა და სამეგრელო პოლიციის დევნის გამო დატოვა. ესებუას ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პოლიცია ესებუაზე ზეწოლას ერთ–ერთი გახმაურებული საქმის გამო ახდენდნენ.
“მას ჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ერთ–ერთ გახმაურებულ საქმეს ეხებოდა, ყველაფერს გაიგებს საზოგადოება და ეს შეიძლება იყოს შოკისმომგვრელი” – აცხადებს ესებუას ადვოკატი.
ტვ პირველის ინფორმაციით, ბადრი ესებუა ჯერ tავდაცვის სამინისტროს და შემდეგ გომელაურის უწყების სამიზნე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამო გახდა და ერთ–ერთი ერთი ვერსიით მოქმედ ჯარისკაცს სოციალურ ქსელში მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი წერილის გამოქვეყნება არ აპატიეს.