საბერძნეთის დიასპორის რეაქცია ლიდერ ქალთა ორგანიზაციის თრეინინგებზე და ნაციონალების მხრიდან ჩაშლის მცდელობაზე

0
609
23 Views

💬ძალიან სამწუხაროა რომ ათენში ქართველი ემიგრანტების სახელის მითვისება-ოკუპირებით ფსიქიურად აშლილი გოიმკები ახერხებენ წარმოაჩინონ საბერძნეთის ქართული დიასპორა როგორც უკულტურო და გაუნათლებელი ხალხის ნაკრები, თუმცა ეს რა საკვირველია რამდენიმე სულელის უბადრუკი მცდელობაა რეალურად და ემიგრანტების უმრავლესობა საბერძნეთში კარგა ხანია ემიჯნება მათ მიერ პროვოცირებულ პოლარიზაციის მცდელობას და დაყოფას ჩვენს საზოგადოებაში.
💬🇬🇪🇬🇷რამდენიმე დღის წინ ლიდერ ქალთა საზოგადოებამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და გადაწყვიტა საკუთარ პროფესიებში წარმატებული ქალებისთვის განკუთვნილი გასვლითი საქმიანი ტრენინგის პარალელურად ყველასაგან მივიწყებულ საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვისაც შეეხსენებინა რომ ისინი საქართველოში ახსოვთ და პატივს სცემენ, პატივს სცემენ მათ სოციალურ გმირობას, მათგან გამორჩეულ ქართველ ღირსეულ ქალბატონებს კი ვისაც შეეძლოთ შეხვედროდნენ და სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ საკუთარი საზოაგადოების სახელით – ეს კი თითოეული ჩვენგანისაგან უდიდეს მადლიერებას იმსახურებს.
💬👏 მადლობა ქალბატონ ნათია შათირიშვილს და ამ საზოგადოების ყველა ლიდერ ქალს რომ ეს დღე აჩუქა მათ.
💬🇬🇪 თუმცა როგორც ეს ხშირად გვჩვევია ქართველებს , შურის თუ საკუთარი წარუმატებელი ანდა სულაც არასწორი აზროვნების , უკულტურობის და უზრდელობის გამო რამდენიმე ანგაჟირებულმა ემიგრანტმა პოლიტიკური ელფერის და მოტივის მიკერება სცადეს და ძალიან სამარცხვინო ქმედებები ჩაიდინეს რაც არამხოლოდ სამწუხარო არამედ ჩვეულებრივი დანაშაულებრივი ქმედებებიც კი არის და დღემდე აგრძელებენ სოციალური ქსელების საშუალებით ამ ქალბატონების დამცირებას, სახელის და ღირსების შელახვას, ათასნაირ ცილისწამებას და მუქარასაც კი რაც ცალსახად მათი სამოქალაქო – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველია .
💬👏 მინდა საჯაროდ ჩემი როგორც თუნდაც ერთი რიგი ქართველი ემიგრანტის სახელით მადლობა ვუთხრა ლიდერ ქალთა საზოგადოებას, ქალბატონ ნათია შათირიშვილს, ქალბატონ ლალი მოროშკინას და ყველა იმ ადამიანს ვისაც გაახსენდა საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები და განსაკუთრებით ეს ქალბატონები და ასეთი ნაყოფიერი და საქმიანი შეხვედრების ორგანიზება გადაწყვიტა.
ქართველი ემიგრანტების ღირსეული, კულტურულად აქტიური და პოლიტიკურად არაანგაჟირებული მშრომელი ნაწილი ყოველთვის მიესალმება და გულთბილად მიიღებს როგორც თქვენი საზოგადოების ასევე თქვენი მსგავსი ქალბატონების ვიზიტებს, რისი დადასტურებაც არის ის სითბო რასაც რიგითი ემიგრანტები იჩენდნენ ათენის ქუჩებში თქვენი დანახვისას და კულტურულ შეხვედრებზე .
🤝🇬🇪მუდამ გელით გულთბილად ათენში.

პატივისცემით ავთანდილ გიუნაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენელი საბერძნეთში

Cesko