“დიანა ტრაპაიძე რეკავს… ცრემელები მოსდის, პირველად ემოციას ვერ ვიკავებ მეც“ – ნოდარ მელაძე

0
1465
24 Views

ნოდარ მელაძე იხსენებს უკრაინაში ომის დაწყების პირველ დღეს და სოციალურ ქსელში წერს:

“24 თებერვალი, დილა, გარიჟრაჟი, Dianna Trapaidze რეკავს, ნოდარ, ომი დაიწყო…. დაიწყო ჩვენი უწყვეტი ეთერიც…. 24 თებერვლიდან დღემდე უწყვეტი ეთერი ყოველ დღე, ასობით საათი, ვერც კი დავთვლი, სინქრონისტის კაბინაში გატარებულ საათებს, სტუმრებს გამოსვლებს, ყურსასმენი გიკეთია და თარგმნი, თავი რკინის მგონია, უემოციო, მთავარია ამბავი ზუსტად მიიტანო მაყურებლამდე.ომიდან ერთი წლის თავზე, დღეს, დიანას სტუმარს ვთარგმნიდი ეთერში, უკრაინელი ჟურნალისტი ყვება ომზე და ქართველებთან შევედრაზე თბილისში. ზელენსკიზე, სახლებში შეფრინილ რაკეტებზე. მივყვები, ვთარგმნი და ამ დროს ვხდები, რომ გაგრძელება მიჭირს, თავს ვეღარ ვიკავებ რომ ხმა არ “გატყდეს”, კონტროლის მონიტორზე ჩანს, რომ წამყვანს ცრემელები მოსდის, პირველად ემოციას ვერ ვიკავებ მეც….დიდება უკრაინას და დიდება გმირებს….“

Cesko