28 Views
სააკაშვილის მმართველობის დროს არსებობდა ჩრდილოვანი მთავრობა – ღამის მთავარობა. ღამე იკრიბებოდნენ აბსოლუტურად თანამდებობის სტატუსის არმქონე პირები, მაგალითად თემურ ალასანია და ისინი იღებდნენ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.
„ფასადურად ჰყავდათ მაგალითად ლადო გურგენიძე. ის რომ არ იყო პრემიერ-მინისტრი, ხო ყველამ ვიცოდით. თემურ ალასანია იღებდა ყველაზე ძლიერ გადაწყვეტილებებს. პრაქტიკულად მისი გადაუწყვეტელი საკითხი არ იყო“, – განაცხადა ბაღაღურიამ.
imedinews.ge