ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელი

0
382
38 Views

სიყვარულმა შეიძლება სიტყვასიტყვით წაართვას ადამიანს გონივრულად აზროვნების უნარი. ეს ორგანიზმში ჰორმონების და ქიმიკატების ჭარბი რაოდენობით აიხსნება, მაგრამ ასტროლოგების თქმით, ჰორმონების გარდა, ვარსკვლავებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმის განსაზღვრაში, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს სიყვარულისთვის.

წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ოთხ ნიშანს, რომლებიც სიყვარულისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი:

თხის რქა – თხის რქა ძალიან მომთმენია და მზად არის სწორი პარტნიორი წლების განმავლობაში ეძებოს. ვერაფერი შეაჩერებს მას სიყვარულის ძიებაში, რადგან თხის რქები არ მიდიან კომპრომისზე ცხოვრებასთან. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიყვარულის გულისთვის ვინმეს მოკვლას შეძლებენ, მაინც ცდილობენ საბაბის პოვნას საკუთარი თავისთვის და ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი კეთილშობილური მიზნისთვის გააკეთეს.

კირჩხიბი – ემოციური კირჩხიბები ხშირად ვერ უმკლავდებიან თავიანთ გრძნობებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ქაოსური და არაპროგნოზირებადი არიან, რადგან ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული მთვარესთან და მათი ემოციებიც დედამიწის თანამგზავრის ფაზების მიხედვით იცვლება. არსებობს დიდი ალბათობა, რომ კირჩხიბებმა სიყვარულის გამო ამაზრზენი საქმეების გაკეთება შეძლონ. ისინი მოქმედებენ იმპულსურად და თავიანთი გრძნობების შესაბამისად.

კურო – კუროს ნიშნის წარმომადგენლები ეჭვიანები არიან. რაც შეეხება რომანტიკულ ურთიერთობებს, ისინი შეიძლება საშინლად ირაციონალური გახდნენ. მაგრამ კურო დანაშაულს თავისი ხელით არ ჩაიდენს, არამედ იპოვის სხვას შავი დავალების შესასრულებლად.

მორიელი –

მორიელი ცნობილია თავისი მაკონტროლებელი ქცევითა და ეჭვიანობით, რომელიც შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ფატალურ შედეგამდეც მიიყვანოს.

Cesko