„მითხრეს, რომ ჩემი შვილი იყო ავად.. კინაღამ მოვკვდი მაშინ.. ყველაზე რთული იყო, როდესაც სული მტკიოდა..“ – მერაბ სეფაშვილის ნამდვილი ამბავი, რომელიც აქამდე არ გსმენიათ

0
423
20 Views

„ალბათ, ყველაზე მეტად რაც მომწონდა და იდო ჩემში იმას ვაკეთებ და ამით ვარ ბედნიერი,” – ამბობს მომღერალი მერაბ სეფაშვილი „ფორმულას” გადაცემაში „ნამდვილი ამბავი”.

„რა თქმა უნდა, პრობლემები იყო, არის და იქნება, მაგრამ ვფიქრობ, დიდი სისულელეა დათმო სიყვარული რაღაც პრობლემების გამო.

მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე.. ძალიან მომწონდა და ვხალისობდი. დედაჩემი სულ ამბობდა, ხრინწიანი ხმა აქვს და ამან როგორ შეიძლება იმღეროსო.. ეგონათ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა. პროტესტი არ მქონდა..

უკვე 14 წლის ვიყავი, როდესაც მეგობრებმა, ბიჭებმა ვცადეთ რაღაც ჯგუფის შექმნა.. როდესაც ერთი სიმღერა გამოვიდა, ჩემში რაღაცა გაიღვიძა.. ჩემი მშობლები ნამდვილად გაოცებულები იყვნენ. მადლიერი ვარ ბატონო გივი გაჩეჩილაძის, მაშინ „რეროს” მუსიკალური ხელმძღვანელი იყო და მან დამანახვა სწორი გზა თუ როგორ შეიძლება იყო მუსიკოსი..

მილიონჯერ შემეძლო სხვაგან ცხოვრება, მაგრამ არასდროს გავცვლი ჩემს ქვეყანას.. მირჩევნია აქ 3 კაცი მისმენდეს, ვიდრე 30 ათასი კაცი სხვაგან. აი, რომ არ დალაგდა ეს ქვეყანა, ამაზე ძალიან მწყდება გული. ვერაფრით ვერ დალაგდა, ვერაფრით ვერ შეიყვარა ხალხმა ერთმანეთი, განსხვავებული აზრის გამო, რაც ძალიან ცუდია..

ალბათ, ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც მითხრეს, რომ ჩემი უმცროსი შვილი იყო ავად.. რაღაც ცუდ დიაგნოზზე ფიქრობდნენ და კინაღამ მოვკვდი. სხვა ქვეყანაში ვიყავით მაშინ ჩვენ და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო.

Cesko